რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს -კახა კალაძე 24.12.2025 15:23

ხელისუფლება ფორმაში რომ იყოს მნიშვნელოვანია ოპოზიციის არსებობა, ოპოზიცია არ არსებობს, ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც მედიასთან ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების მოსაზრებას გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, ქვეყნისთვის ჯანსაღ ოპონირებას მნიშვნელობა აქვს, თუმცა ეს ძალა დღეს საქართველოს არ გააჩნია.

„რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს. ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი. იმისთვის, რომ ხელისუფლება იყოს ფორმაში მნიშვნელოვანია ოპოზიციის არსებობა. დღეს ჩვენ გვყავს რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გარედან იმართებიან. მათ არ აინტერესებთ ქვეყანა, მზად არიან მის წინააღმდეგ წავიდნენ. პირდაპირ ღალატობდნენ ქვეყანას, ამის არაერთი მაგალითია", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ