ვფიქრობ, მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში, ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება -ირაკლი კობახიძე 26.12.2025 00:13

მე მგონია, რომ მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში, ვნახოთ პროცესები როგორ განვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ყველანაირად ეცდება ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებას.

„ჩვენ ფრთხილი და სტრატეგიული მოთმინებით ველოდებით დამოკიდებულების ცვლილებას, ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესები. მე მგონია, რომ მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში და ვნახოთ პროცესები როგორ განვითარდება. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს სუვერენულად მოქმედების რესურსი, შეიძლება, ოპტიმიზმს არ ჰქონდეს იმდენად მყარი საფუძველი, მაგრამ ვნახოთ, ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალს. ჩვენ ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ