4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა, რაც ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად-ირაკლი კობახიძე 26.12.2025 14:02

ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუს-ში გამართული გუშინდელი ბრიფინგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დეტალებს გამოძიება დაადგენს.

 

 

„დაველოდოთ გამოძიებას. 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის. იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა. ეს მცდელობა ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად. ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუს-ში გამართული გუშინდელი ბრიფინგი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ