26.12.2025 21:04
საქართველოს ხელისუფლების ჩარევით, აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა, რაც ნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრულია - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაირამოვის თქმით, თავდაპირველად საქართველოს მიერ დაწესებული ტარიფი ძალიან მაღალი იყო.
„ამან აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა, რადგან ის არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას. მოკლე დროში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია საკითხში და საკითხი მოგვარდა. კომპანიებს შორის შეთანხმდა ბაზრის პირობების სრული შესაბამისობის ტარიფი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები მეგობრულია. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მოგვარებულია და ეს გზა კვლავ გამოყენებული იქნება", - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
ავტორ(ებ)ი :