,,ზარების რაოდენობა არის მთავარი მტკიცებულება ადამიანის წინააღმდეგ - ეს სტანდარტი ჩემთვის მიუღებელია''- ირაკლი ფავლენიშვილი 28.12.2025 16:41

 

"ახალი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა. ზარების რაოდენობა არის მთავარი მტკიცებულება ადამიანის წინააღმდეგ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ფავლენიშვილი აღნიშნავს, მას არ სჯერა იმ გამოძიების, სადაც მთავარი მტკიცებულება ადამიანის მიერ განხორციელებული ზარების რაოდენობაა.

"ახალი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა, თითქოს ზარის განხორციელების ფაქტი ფიქსირდება, არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი დაიჭირონ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ იცნობს კონკრეტულ პიროვნებებს და მათთან ჰქონდა კავშირი. ზარების რაოდენობა არის მთავარი მტკიცებულება ადამიანის წინააღმდეგ. ეს სტანდარტი არის ჩემთვის მიუღებელი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ