ქართული მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფარცხალაძე ყოფილი თანამდებობის პირია თუ მოქმედი, კანონის წინაშე ყველა თანაბარია-ეკა სეფაშვილი 30.12.2025 14:58

არ ვფიქრობ, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს გასაკეთებელი აქვს განმარტებები, ის თანამდებობაზე არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ გუნდის მიერ იყო წარდგენილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წარსულში დაკავებული თანამდებობები ოთარ ფარცხალაძეს პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს.

„ფარცხალაძესთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები აბსურდი და სპეკულაციურია. ქართული მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ის ყოფილი თანამდებობის პირია თუ მოქმედი. მართლწესრიგი  კანონების შესაბამისად მყარდება და კანონის წინაშე ყველა თანაბარია. დარწმუნებული ვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უმაღლესი სტანდარტით ჩატარდა, სამხილები  უტყუარია. ვინაიდან, მასზე ძებნა გამოცხადდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ბრალი უკვე დადასტურებულია და ახლა განხორციელდება პროცედურები, რაც საჭიროა კანონის შესაბამისად.

არ ვფიქრობ, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს გასაკეთებელი აქვს განმარტებები. ის თანამდებობაზე არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა, არამედ გუნდის მიერ იყო წარდგენილი და გარკვეულ შემთხვევებში, პარლამენტიც მონაწილეობდა ამა თუ იმ თანამდებობაზე პირის დამტკიცებაში. ეს საერთო პასუხისმგებლობაა და პირადად ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ. მეორე საკითხია, რომ ამ ადამიანებმა ნდობა ვერ გაამართლეს. უპირველესად, საკუთარ ქვეყანას, ქართველ ხალხს უღალატეს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ეს ყველაფერი და გუნდშიც დიდი წუხილია გამოხატული. ფაქტი, რომ ისინი ოდესღაც თანამდებობებს იკავებდნენ, მათ ვერანაირად პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს", - განაცხადა ფარცხალაძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ