06.01.2026 17:43
საქართველომ სუმის რეგიონს ცხრა სამრეწველო გენერატორი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 5 იანვარს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ირაკლი აბესაძემ სუმის სამხედრო ადმინისტრაციის უფლებამოსილ წარმომადგენელს სხვადასხვა სიმძლავრის ცხრა სამრეწველო გენერატორი გადასცა.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობამ უკრაინის რეგიონებში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულთა საარსებო წყაროს უზრუნველყოფისთვის 553 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ფინანსები გამოყო.
„ყოველდღიური ტერორისტული თავდასხმების, ასევე ძლიერი სიცივის დროს ეს ჰუმანიტარული დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დროულია. ის ხელს შეუწყობს სუმის რეგიონის მდგრადობის გაძლიერებას, რომელიც მტრის ყოველდღიური საფრთხის ზონაშია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სასტიკ თავდასხმებს განიცდის. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, რომელმაც რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან უკრაინაში უკვე გაგზავნა 27 მძლავრი გენერატორი კიევის, ლვოვის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და გოსტომელის სოციალური და ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის, ასევე ცხრა სუმის რეგიონისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :