08.01.2026 12:22
ყველა ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, დასცინის ქართველ ხალხს, საუბრობენ უსამართლობებს და არ ადარდებთ, რომ თვალში ნაცარს აყრიან ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის და ბრიუსელის ინსტიტუტებს ანტიქართული რიტორიკა აქვთ, რაც სამწუხაროა.
„ხშირად გვესმის თავდასხმები ქართველ ხალხზე, მის უფლებაზე, არჩიოს საკუთარი ხელისუფლება. ვხედავდით ბრიუსელის ჩარევას, რომ საქართველოში გარედან შეეცვალათ ხელისუფლება, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა ევროკავშირის ელჩი საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში, ისე 4 ოქტომბრის გადატრიალების კამპანიაში. წინასწარ იყო დაანონსებული, რომ ნეპალი უნდა მოეწყოთ საქართველოში და ამის მოწყობას მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრესპიკერმა. ამის სანაცვლოდ ბოდიში არავის მოუხდია. რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, უსამართლობას აღარ ვიტყვი. უბრალოდ, ქართველ ხალხს დაგვცინიან, ასე უნდა შევხედოთ. დაცინვაა, როცა საუბრობენ, რომ მოლდოვა, უკრაინა რაიმე ობიექტურ ჭრილში წინ არიან საქართველოზე.
ისინი წინ არიან ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში, ამაში ვერ ვჯობნით. ეხუტებიან, რომ ასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც არარჩეული ბიუროკრატები აძლევენ. თუმცა, ვჯობივართ ყველა პარამეტრით - ეკონომიკური განვითარებით, ყველა პარამეტრით. მოდლოვა, რომელსაც ეკონომიკური მაჩვენებლების ჩვენზე კარგი პარამეტრები ჰქონდა უკრაინის ომამდე, ომის დაწყებიდან ჩამოვარდა მინუსებზე. მოლდოვის არჩევნებში პირდაპირ ჩაერია ბრიუსელი, რადგან მხარს უჭერდა ერთ კონკრეტულ კანდიდატს. არჩევნების წინ ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩავიდა კიშინოვში და დაჰპირდა დაფინანსებას, რაც კითხვებს აჩენს, იყო თუ არა ეს ამომრჩევლების მოსყიდვა და გარე ჩარევა. ასევე, მედიას რაც შეეხება, უკრაინაში ტოტალური კონტროლია მედიის და საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე არის კონტროლირებადი. მოლდოვაშიც მსგავსი მდგომარეობაა, მედიას, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლებისადმი, აქვს პრობლემები. კორუფციაზე აღარ ვსაუბრობ. როცა ყველა ევროპელი ბიუროკრატი , რომელიც ამბობს, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, დასცინის ქართველ ხალხს. საუბრობენ უსამართლობებს და არ ადარდებთ, რომ თვალში ნაცარს აყრიან ხალხს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :