მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ იწყება გამოძიება და ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო-შალვა კერესელიძე 08.01.2026 13:01

2019 წელს გახარიას ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს პოზიციას, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნება" იღებს გადაწყვეტილებას, რომ გავრილოვი არათუ შემოუშვან, არამედ „შეცდომით" პარლამენტის თავმდჯომარის სავარძელში ჩასვან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" წევრი შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ იწყება გამოძიება და ექვსი წლის შემდეგ ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო".

„საინტერესო ქრონოლოგიაა: 2019 წელს გახარიას ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს პოზიციას, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნება" იღებს გადაწყვეტილებას, რომ გავრილოვი არათუ შემოუშვან, არამედ „შეცდომით" პარლამენტის თავმდჯომარის სავარძელში ჩასვან. მოქალაქეების გაბრაზების ფონზე გავრილოვის მასპინძელი, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გარბის ქვეყნიდან და იმალება ბაქოში, არადა საქართველოს მოქალაქეები სწორედ მისი თანანმდებობიდან გადადგომას ითხოვენ. სიტუაცია იძაბება, პოლიცია და მომიტინგეების ნაწილი ერთმანეთს უპირისპირდებიან. მომიტინგეების და პოლიციის ნაწილი ფიზიკურად ზიანდებიან. მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ იწყება გამოძიება და ექვსი წლის შემდეგ ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო. ციტატა ივანიშვილის ბოლო საჯარო ინტერვიუდან: „დავუბრუნდები ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას - გახარიას. რა თქმა უნდა, მას გასამართლება მოუწევს. სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული", - წერს კერესელიძე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ