09.01.2026 11:45
ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი, ირაკლი ბერაია, ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელმა ალიანსის გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო- საქართველოს თანამშრომლობა და უსაფრთხოების გამოწვევები.
საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა რეგიონულ უსაფრთხოებაში საქართველოს როლის მნიშვნელობას და გენერალურ მდივანს ალიანსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
მარკ რუტემ ირაკლი ბერაიას წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ავტორ(ებ)ი :