ირინა სარიშვილი, ვალერი გელბახიანი, თემურ ალასანია და "ნაცმოძრაობა" საკმარისია, ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ -თამარ ჩერგოლეიშვილი 09.01.2026 14:51

ირინა სარიშვილი, ვალერი გელბახიანი, თემურ ალასანია - ეს სამი გვარი და საღი აზრისგან სრულიად გამოფიტული „ნაცმოძრაობა" ჩემთვის საკმარისია, ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ, - ამის შესახებ „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ირინა სარიშვილი, ვალერი გელბახიანი, თემურ ალასანია - ეს სამი გვარი და საღი აზრისგან სრულიად გამოფიტული „ნაცმოძრაობა" ჩემთვის საკმარისია, ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ.

ამას ემსახურებოდა 4 ოქტომბრის ავანტიურა. ამას ემსახურება ვალერი გელბახიანის განცხადება, თითქოს ტრამპი კონკრეტულად საააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს (თუ/როცა მოითხოვს, ყველა პოლიტპატიმარს მოითხოვს - იტყუება გელბახიანი)", - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ