"ნაცმოძრაობას" სამართლებრივად აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს-გურამ მაჭარაშვილი 12.01.2026 12:33

„ნაცმოძრაობას“ აღსასრულის პროცესი უდგას - ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობას" სამართლებრივად აღსასრულის პროცესი უდგას.

„ძალიან კარგად ვიცით ახლა „ნაცმოძრაობაში" რა პროცესები მიდის. სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ, არა მარტო სამართლებრივი, უკვე პრაქტიკულადაც, მათ მხარდამჭერები აღარ ჰყავთ. ახლა ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ერთი რამ შემიძლია, გარანტირებულად გითხრათ, რომ იქ ჩემი კანდიდატურა ნამდვილად არ იქნება განხილული. დანარჩენი ჩვენ და დანარჩენ საქართველოს არ გვადარდებს.

რადიკალურ ოპოზიციას არც გეგმა ჰქონდა, არც ერთიანობა და ვერც ვერასოდეს ექნება. ამას თავიანთი ბევრი ე.წ ლიდერი ამბობს, რადგან ე.წ რადიკალური ოპოზიცია წყალწაღებულია. ჩვენ და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამაზე არ ვფიქრობთ. ჩვენ საქართველოს მომავალზე ვფიქრობთ. საქართველოს და „ნაციონალურ მოძრაობას" სულ სხვა დღის წესრიგი აქვს. ასე იყო „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. მათი დღის წესრიგი იყო ახალი ქართველის გამოყვანა და საქართველოს დღის წესრიგი იყო, რომ ქართველობა შეენარჩუნებინა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას საამისო რესურსი და რეიტინგი არ გააჩნია.

„წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვსაუბრობ მათზე ბევრს . თვითონ საუბრობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის ფაქტიც, რომ მინიმალურზე მინიმალური მხარდამჭერები დარჩათ ანტიქართული პოლიტიკის გამო. ეს დევიზი, - „რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი „ნაცმოძრაობისთვის" ჯერ კიდევ არსებობს. ამიტომაა ქვეყანაში მათი რეიტინგი ნულოვანი", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ