გიორგი ვოლსკი: ევროკავშირმა მაკოორდინირებლის ფუნქცია აბსოლუტურად დაივიწყა 13.01.2026 18:01

 

ევროკავშირმა მაკოორდინირებლის ფუნქცია აბსოლუტურად დაივიწყა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ბრიუსელი გადავიდა კონკრეტული მოთხოვნების ჩამოყალიბებაზე, ლგბტ თემას როგორ უნდა მოკიდო ხელი ან გამჭვირვალობის შესახებ კანონი ვინ უნდა მიიღოს.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა მაკოორდინირებლის ფუნქცია, ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმებების, ინოვაციების, გადანაწილების, შემოსავლების გადანაწილების, წარმოების სოფლის მეურნეობის თემებზე, საკმაოდ რთული საკითხებია, ამის შემთანხმებლის ფუნქცია ბრიუსელმა, როგორც ბიუროკრატიულმა სტრუქტურამ აბსოლუტურად დაივიწყა. ამიტომ არის რაც ხდება შუაგულ ევროპაში, გინდა გამოსვლები ავიღოთ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ფერმერების გამოსვლები. ამ საკითხებით უნდა იყოს დაკავებული ევროკავშირი. სწორედ აქედან გამომდინარეობს სხვა ქვეყნების მისწრაფება, რომ იმ ოჯახში მოხვდეს, რომელიც ეკონომიკურად ძლიერია, რომლებიც ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ და უსაფრთხოების თუ პოლიტიკური თემები აქვთ შეჯერებული. ესენი გადავიდნენ კონკრეტული მოთხოვნების ჩამოყალიბებაზე, იქ ლგბტ თემას როგორ უნდა მოკიდო ხელი, აქ გამჭვირვალობა ვინ უნდა გააკეთოს, ვის ეკუთვნის, ვინ დაბალი ღობეა და ვის შეუძლია ეს კანონები მიიღოს", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ