მაია სანდუს განცხადება არის გასაოცარი და ძალიან სამწუხარო მოვლენა მოლდოვისთვის''- პრემიერი 13.01.2026 19:54

ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მაია სანდუს განცხადება ეხებოდა. 
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს განცხადება არის გასაოცარი და ძალიან სამწუხარო მოვლენა მოლდოვისთვის. 
„ჩემთვის, პირველ რიგში,  გასაოცარია ასეთი განცხადება. ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ. როდესაც ამ განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ლიდერი, არც ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამაზე. ბუნებრივია, ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს მოლდოვისთვის, ქვეყნისთვის, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენთან ერთად 90-იანი წლების დასაწყიში. დანარჩენი არის მოლდოვის საქმე, თვითონ გაერკვევიან ალბათ საკუთარ საკითხებში", -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ