თამარ ტალიაშვილი ამერიკელ კონგრესმენს, საგარეო ურთიერთობათა და ზედამხედველობის კომიტეტების წევრს, ანა პაულინა ლუნას შეხვდა 14.01.2026 10:54

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენთან, ანა პაულინა ლუნასთან, რომელიც ფლორიდის შტატს წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ელჩი წერს, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, ასევე სამომავლო შესაძლებლობები.

კონგრესმენი ლუნა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა და ზედამხედველობის კომიტეტების წევრი, ფედერალური საიდუმლოებების გასაჯაროების საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე და აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქალი ლიდერია. ასევე აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, მათი სამომავლო განმტკიცების მნიშვნელობა და ახალი შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო დონეზე მიმდინარე და განვითარებულ გეოპოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა სუვერენიტეტის დაცვის, სწორი საიმიგრაციო პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ