,,გრძელი პროცესია, ერთი შეხვედრის ფარგლებში ვერ გადაწყდება ვერაფერი''- "რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი 21.01.2026 18:15

 

პრემიერ-მინისტრი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. სასურსათოს ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის რიგით მეორე სხდომა დასრულებულია.

შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო. იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება მოხერხდეს ფასების დაწევა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების პრიორიტეტია, მოქალაქეებზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს. კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება, როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან.

როგორც "რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფიო ქაშაკაშვილმა, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე რაიმეს მტკიცება არ მომხდარა. მისივე თქმით, შეხვედრის დროს გაჟღერდა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება უნდა წახალისდეს.

"ეს იყო კონსტრუქციული დიალოგი, დაისვა კითხვები როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან. გრძელი პროცესია, ერთი შეხვედრის ფარგლებში ვერ გადაწყდება ვერაფერი. თავად ჩვენს სექტორს არაერთხელ უსაუბრია იმ გამოწვევებზე, რომელიც სხვადასხვანაირად აისახება სურსათის ფასზე. გაჟღერდა, რომ უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფო თავისი მხრიდან მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება," - განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ