24.01.2026 15:21
ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა. ინფორმაცია კომისიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
აღსანიშნავია, რომ სხდომაზე, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა", ერთ-ერთი მომხსენებელი ლორა თორნტონი იქნება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „სექსუალურ მოძალადედ" მოიხსენიებს.
ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ბრიფინგი განიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, „ქართული ოცნების" ტაქტიკას განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციის მიზნით, ასევე, საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს".
ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ბრალს სდებს იმაში, რომ მან გაუყინა საბანკო ანგარიშები ორგანიზაციებს, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევენ დემონსტრანტებს. გარდა ამისა, კომისიის წევრები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში „ფიქციურ მოსმენაზე" გამოიძახა და ისინი ცეხში გაუშვა, რადგან ხელისუფლების ოპონენტებმა კომისიის ლეგიტიმურობა არ აღიარეს.
ავტორ(ებ)ი :