"მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ხალხისთვის" - გიორგი კაპანაძე 24.01.2026 15:48

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა და ჩამონათვალში პირველ პუნქტად 2006 წელს კორტების სპეცოპერაციის დროს სასტიკად მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილი ახსენა, შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაში.

პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლებიდან თუ სადმე ვინმეს მხრიდან იყო ჩადენილი დანაშაული, ზოგიერთმა ამასთან დაკავშირებით პასუხი აგო. 

"მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ხალხისთვის. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ გზაზე თუ სადმე იყო ან დანაშაული, ან რაიმე გადაცდომა და კანონის დარღვევა, შეიძლება ზოგიერთმა ამასთან დაკავშირებით პასუხი აგო. ამაზე შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოსიც," - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ