26.01.2026 23:31
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
„დაინიშნოს მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად“, - ნათქვამია 2026 წლის 26 იანვრით დათარიღებულ განკარგულებაში.
ავტორ(ებ)ი :