გიორგი შარაშიძე - „ოცნება“ განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს 29.01.2026 16:34

 

როგორ შეიძლება, განათლების რეფორმა პოზიტიურად შევაფასოთ, როცა ეს აკადემიურ თავისუფლებას ზღუდავს, კონკურენციას ამცირებს და ჩვენს ახალგაზრდებს თავს ახვევს „ოცნების" ახალ პოლიტიკასა და წესებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძის თქმით, ოცნება" განათლების სისტემის „გეპეიზაციას" აკეთებს.

„განათლების რეფორმა ერთადერთს ემსახურება - ყველა მნიშვნელოვან სფეროზე მაქსიმალური კონტროლი დაამყაროს. როგორ შეიძლება, განათლების რეფორმა პოზიტიურად შევაფასოთ, როცა ეს აკადემიურ თავისუფლებას ზღუდავს, კონკურენციას ამცირებს და ჩვენს ახალგაზრდებს თავს ახვევს „ოცნების" ახალ პოლიტიკასა და წესებს. რაც შეეხება თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას, სრულიად გაუგებარია, ეს რა მიზანს ემსახურება. დიდი ალბათობით, ოპტიმიზაციას, რასაც, საბოლოო ჯამში, უძრავი ქონების, ქალაქის ცენტრში არსებული შენობების პრივატიზება მოჰყვება. „ოცნება" განათლების სისტემის „გეპეიზაციას" აკეთებს. ვნახოთ, ვიდრე არ გავიგებთ, ამ ყველაფრის უკან რა დგას, სერიოზულ პასუხს ვერ გაგცემთ. დიდი ალბათობით, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ამ ძვირფასი შენობების პრივატიზება მოხდეს და ამით ისევ „ოცნებასთან" დაკავშირებულმა ბიზნესწრეებმა ისარგებლონ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ