"იმედს ვიტოვებთ მოვძებნით საერთო პოზიციას ბიზნესთან''- გია ვოლსკი 01.02.2026 12:13

 

"იმედს ვიტოვებთ, რომ მოვძებნით საერთო პოზიციას ბიზნესთან, რათა არც ბიზნესი დაზარალდეს და, რასაკვირველია, ფასებთან მიმართებაში მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც შეამსუბუქებს მომხმარებელთა მდგომარეობას," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ფასები, უწყებების კოორდინირებული მუშაობით, დარეგულირდება.

"არამხოლოდ დაინტერესებული მხარეები, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები და ბიზნესის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ინფორმირებული იმასთან, თუ რა პროცესი მიმდინარეობს, ვის, რა პოზიცია გააჩნია და სად არის ფასების შემცირების რეზერვი, არამედ, მთლიანად ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული, რა პრობლემები არსებობს.

საპარლამენტო სივრცეში ამ დებატებისა და განხილვების გადმონაცვლება, რასაკვირველია, უზრუნველყოფს ფართო ინფორმირებას, გამჭვირვალობას და ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ მოვძებნით საერთო პოზიციას ბიზნესთან, რათა არც ბიზნესი დაზარალდეს და, რასაკვირველია, ფასებთან მიმართებაში მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც შეამსუბუქებს მომხმარებელთა მდგომარეობას," - აღნიშნა ვოლსკიმ.

ფასების დარეგულირების საკითხს მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისია შეისწავლის. პირველი სხდომაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას, მას შემდეგ გაიმართება, რაც საკითხს ხვალ ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ და დამტკიცდება კომისიის შემადგენლობაც.

ქართულ ბაზარზე არსებული ფასებისა და მათი რეგულირების საკითხზე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციაში. სამთავრობო კომისია საწვავის იმპორტიორებს, მსხვილი ქსელური მარკეტების, დისტრიბუტორების, მწარმოებლებისა და ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ახლა კი ეს პროცესი პარლამენტში ინაცვლებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ