02.02.2026 13:35
განათლების რეფორმა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით, მომავალი თაობისთვის. განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „რეფორმას ის ჯგუფები აკრიტიკებენ, რომლებიც ყოველ ჯერზე, როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოზიციებს იკავებენ".
„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფასდაკლების დროს მაღალი ფასების მხარეს დგებიან, ხოლო როცა მშვიდობას ვიცავთ - ომის მხარეს. არ გვიკვირს, რომ ეს ადამიანები განათლების რეფორმის დროს გაუნათლებლობის მხარეს დადგნენ", - განაცხადა იონათამიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :