ევროპას დიდი პრობლემები აქვს იმიგრაციასა და ენერგეტიკაში, ანგრევენ საკუთარ ქვეყანას-დონლად ტრამპი 05.02.2026 20:46

ევროპაში ქვეყნები ნადგურდება ქარის ენერგიით. მე იქ ვიყავი. საერთოდ ვერ იცნობთ ევროპას. მათ დიდი პრობლემები აქვთ იმიგრაციასა და ენერგეტიკაში. ევროპა თავის თავს ანგრევს და უჯობესია, უფრო გამჭრიახები გახდნენ, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ეროვნული ლოცვის საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, მას ყველა უყვარს, მეგობრობს ყველა ქვეყანასთან და დაეხმარა ყველას.

„მე გავაზრდევინე მათ სამხედრო ხარჯები, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-დან 5%-მდე. არავის ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ევროპას ვერ იცნობთ. დამპატიჟეს და ჩავედი დავოსში. როდესაც წამოვედი, თქვეს, რომ ეს იყო ყველაზე სულელური დაპატიჟება, რაც ოდესმე გაგვიგზავნია ვინმესთვის, მაგრამ მათ მოუწიათ ამის გაკეთება. მე უბრალოდ ვამბობ იმას, რაც არის. ისინი ანგრევენ საკუთარ ქვეყანას. მათ ვერ იცნობ. მინდა, ისინი გამოსწორდნენ, მაგრამ სულ მალე ისინი ვეღარ შეძლებენ ამის გამოსწორებას", - განცხადა ტრამპმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ