06.02.2026 18:16
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აკადემიური პერსონალის ფორმალური ჩართულობა სწავლებაში, რაც დაბალი ანაზღაურებიდან მომდინარეობს, უნივერსიტეტების მთავარი პრობლემაა.
მისივე თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში საჭიროა იმ მოდელის დაბრუნება, რომელიც მოიცავს სწავლებას და კვლევას ერთიან სისტემაში.
"პრობლემა არის იმაში, რამდენად არის ხარისხობრივად გამართული პროგრამები, სახელმძღვანელოები, რომელიც მწირია, არ იწერება ახალი სახელმძღვანელოები, რადგან აკადემიური პერსონალისთვის ეს არის გვერდითი დასაქმების სფერო და არა ძირითადი, რადგან არ არის მაღალი ხელფასები - მუშაობენ ერთ ადგილას, მიდიან, ლექციებს ჩაატარებენ, მოდიან - უნივერსიტეტთან მათი კავშირი არის მხოლოდ ის, რომ შევლენ აუდიტორიაში, გამოვლენ აუდიტორიიდან; არც თავიანთი კაბინეტი აქვთ იქ, არც მუშაობა მიმდინარეობს სამეცნიერო, კვლევითი, სახელმძღვანელოზე მუშაობა... რა თქმა უნდა, ეს განზოგადებულია - ასეც ხდება და ისეც ხდება, მაგრამ ზოგადი პრობლემაა. პრობლემაა ის, რომ არის დუბლირება ფაკულტეტებისა და პროგრამების. უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდეს ის, რაც ამაში ჩადო ივანე ჯავახიშვილმა - კვლევა, სწავლება, ეს უნდა იყოს წამყვანი სასწავლო კერა, უპირველეს ყოვლისა, რეგიონში და, რა თქმა უნდა, მსოფლიოშიც შესაბამისი რეპუტაციის მქონე," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი
ავტორ(ებ)ი :