მედია: რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული შიდა პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემას აჩერებს 06.02.2026 18:57

 

რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული შიდა პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემის შეჩერების შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკურმა მოღვაწეებმა პასპორტებისა და მართვის მოწმობების გამცემი ცენტრების მუშაობის კანონიერებაში ეჭვი შეიტანეს.

ამიერიდან პასპორტებისა და მართვის მოწმობის გაცემა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე მოხდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული შიდა პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემა 2025 წლიდან ხდებოდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ