06.02.2026 19:03
ევროპა სამხრეთ კავკასიის კავშირის რბოლაში ჩამორჩება, - ამ სათაურით Carnegie Europe ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
სტატიის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე „ტრამპის მარშრუტი" მიანიშნებს იმ ამბიციებზე, რაც აშშ-ს აქვს ამ რეგიონთან მიმართებით, ეს კი, მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპაში სტრატეგიული ხედვა არ არსებობს.
„სამწუხაროდ, ევროპა, რომელსაც რეგიონში გაცილებით მეტი ფინანსური რესურსები აქვს, ვერ შეძლო ტრამპის მარშრუტის საკუთარი ვერსიის შემუშავება. ევროპა კვლავ ჩამორჩება", - წერს ავტორი.
ავტორის აზრით, ტრამპის მარშრუტი ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე რკინიგზის კავშირია. ამიტომ, ევროპას შეუძლია, შექმნას „სამხრეთ კავკასიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ფონდი" საბაჟო ტერმინალების, სკანერების, ლოჯისტიკური ჰაბებისა და ციფრული სასაზღვრო სისტემების დასაფინანსებლად.
„უფრო ფართო სტრატეგიული რეგიონული მიდგომა ევროკავშირისთვის საქართველოსთან ურთიერთობის განახლების საშუალებაა. 2025 წლის ბოლოს, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა შესთავაზა ოთხმხრივი სატრანსპორტო კავშირის ფორმატი, რომელიც მოიცავს ევროკავშირს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს. ეს გონივრული ინიციატივაა, მაგრამ საქართველოს გარეშე რეგიონის კავშირის რუკა არასრულია", - წერია სტატიაში.
ავტორ(ებ)ი :