გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები პარტნიორებს სწორად მივაწოდოთ -მაკა ბოჭორიშვილი 07.02.2026 14:54

ლიმპიური თამაშების გახსნაზე გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით არაერთ ლიდერს, მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლებს. ასეთ ღონისძიებებზე მონაწილეობა არის საუკეთესო შესაძლებლობა აზრების გაცვლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა იტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები პარტნიორებს სწორად მიაწოდონ.

„ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ მაღალი დონის სტუმრები. მილანის ოლიმპიური თამაშებზე საკმაოდ შთამბეჭდავი იყო წარმომადგენლობითი მონაწილეობა. ძალიან ბევრი ლიდერი მონაწილეობდა ღონისძიებაში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით არაერთ ლიდერს, მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, ასევე სხვა ლიდერებს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლებს.

ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები ჩვენი პარტნიორებისთვის სწორად იყოს მიწოდებული, სწორად იყოს მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ყოველთვის, როდესაც ასეთ ღონისძიებებში ხდება მონაწილეობის მიღება, არის საუკეთესო შესაძლებლობა აზრების გაცვლა-გამოცვლის", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ