07.02.2026 16:04
დავესწარი ჩვენი სპორტსმენების, ფიგურული სრიალის მონაწილეების გამოსვლას. მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ და წარმატებულ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იტალია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს საუცხოოდ მასპინძლობს.
„მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად ორგანიზებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებია. იტალია საუცხოოდ მასპინძლობს. პირველ დღეს საშუალება მქონდა თავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიღებას დავსწრებოდი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან ერთად. ბევრი სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა ამ ფორმატში. მეორე დღეს იტალიის პრეზიდენტის მიღება იყო. ასევე დავესწარი ჩვენი სპორტსმენების, ფიგურული სრიალის მონაწილეების გამოსვლას. მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ და წარმატებულ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისტორიული შედეგი იქნება ამ ოლიმპიურ თამაშებზე", - აღნიშნა ყაველაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :