კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად -იაგო ხვიჩია 07.02.2026 17:32

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი მაგონებს პატარა ბავშვების ჩხუბს, სადაც ბავშვები ერთმანეთს აჯავრებენ, არა, მე მოგიგე, არა, მე მოგიგეო და შემდეგ, მეორე ღიზიანდება, ვინც უფრო ძლიერია ის სცემს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" ამ მიდგომაში დაახლოებით ასეთ ბავშვურ მიდგომას ხედავს.

„ვფიქრობ, პირიქით, რა მიზნებიც ამ კანონს აქვს, იმის საწინააღმდეგო შედეგს მიიღებს „ქართული ოცნება", რადგან საბოლოო ჯამში მასშტაბურად ვერ აუკრძალავ ადამიანებს იმის თქმას, რაც პირზე ადგათ და როცა ხალხს მოუნდება, მთავრობას უთხრას, რომ მას არ აღიარებენ, ამას კანონით ვერავინ ვერ დაიცავს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, ქართული პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად ეს უფრო საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად, ისევე როგორც სხვა ცვლილებები, რომლებიც ამ პაკეტში შედის, მათ შორის, საერთაშორისო დაფინანსების მიღებას კრძალავს.

„გმომდინარე იქიდან, რომ არსებული კანონმდებლობითაც ხელისუფლებას ყველაფრის უფლება აქვს, მოგეხსენებათ, როცა სასამართლო ჯიბეში გიზის, რასაც გინდა, იმას გააკეთებ, მაგრამ ასეთი ტიპის ცვლილებები და ამასთან გამოწვეული ხმაური უკავშირდება იმას, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ჩვენი მკაცრი მთავრობა არ ხუმრობს და ყველას დასჯას აპირებს. მგონია, ეს არის მესიჯი, თორემ ბოლო წლების განმავლობაში რისი უფლება არ ჰქონიათ და არ მიუცია სასამართლოს მათთვის?", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ