12.02.2026 13:16
„ქოცებს", რომლებიც ციხეში არიან, განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად, რადგან მათაც არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ, - ამის შესახებ პარტია „ახლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი.
„„ქოცებს" ვინც აქ არიან, ან თუ უკვე აღარ არიან „ქოცები", მათი ყოფილი თანამდებობის პირები არიან, განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად. პოლიტიკური პატიმარი იზომება არა იმით, ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, არამედ მთავარი საზომია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება თავისუფალი სასამართლო. აქ მჯდომ „ქოცებსაც" არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ავტორ(ებ)ი :