12.02.2026 16:36
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ხორვატიას შორის სავაჭრო ურთიერთობების დადებით დინამიკას და ამ მიმართულებით კავშირების გაღრმავების
შესაძლებლობებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.
ავტორ(ებ)ი :