12.02.2026 19:06
ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მეუღლე სანია მუსიჩ მილანოვიჩი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია.
სანია მუსიჩ მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონმა, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.
სანია მუსიჩ მილანოვიჩმა ოქროს ფონდში დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები დაათვალიერა.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ყოფნისას სტუმრებმა არქეოლოგიური (ძვ.წ. III ათასწლეულიდან ახ.წ. IV საუკუნემდე) და შუა საუკუნეების საგანძური დაათვალიერეს. გამოფენებზე წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის გამორჩეული არტეფაქტები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვირფასი ნივთები, რომლებიც ასახავს ქართული ქრისტიანობამდელი და ქრისტიანული კულტურის სიმდიდრესა და ისტორიულ მემკვიდრეობას.
ავტორ(ებ)ი :