მინახავს ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას და ამბობენ, რომ ამერიკელებს, ერთ-ერთი ყველაზე მთავარ ჯართან, ვისთან ერთადაც წინა ხაზზე სურდათ ყოფნა, ქართველები იყვნენ- პაპუაშვილი 13.02.2026 01:59

მინახავს ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას და ამბობენ ერთ რამეს, რომ ამერიკელებს, რომლებიც წინა ხაზზე იდგნენ სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც შტაბებში ისხდნენ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარ ჯართან, ვისთან ერთადაც წინა ხაზზე სურდათ ყოფნა, ქართველები იყვნენ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ჩვენ ღიად ვთქვით, რა არის ჩვენი მზაობა. ესაა, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა. მზად ვართ, თვისობრივად ახალი პარტნიორობა დავიწყოთ. ის სტრატეგიული პარტნიორობაც თავის დროზე იყო მხოლოდ ფურცელზე და იყო კომპენსაცია 2008 წლის ომისთვის, ომიდან რამდენიმე თვეში ობამას ადმინისტრაციისგან. სინამდვილეში ფურცელზე იყო, მას არანაირი ხორცშესხმა არასდროს ჰქონია. ჩვენი ხედვა და შეთავაზებაა, რომ გვქონდეს ჭეშმარიტი პარტნიორობა, ისეთი, როგორიც ქართველებმა ვიცით და რაც ჩვენ ვაჩვენეთ ავღანეთში ამერიკელებს. მინახავს ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას და ამბობენ ერთ რამეს, რომ ამერიკელებს, რომლებიც წინა ხაზზე იდგნენ სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც შტაბებში ისხდნენ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჯარი, ვისთან ერთადაც წინა ხაზზე სურდათ ყოფნა, ქართველები იყვნენ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ