,,როდესაც ვამბობთ, რომ სექტორში ფასნამატი არის 86%, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის''- შოთა ბერეკაშვილი 13.02.2026 20:05

როდესაც ვამბობთ, რომ სექტორში ფასნამატი არის 86%, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის - მთავარი პრობლემა ამაში არ არის, - ამის შესახებ ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ პროცესი სწორად წარიმართოს.„ჩვენ გვინდა მნიშვნელოვანი კორექციის მიღწევა. როდესაც შეფასებებში შევდივართ და ვამბობთ რომ ფასნამატი არის 86% სექტორში, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის. ამაზე აქცენტის გაკეთება... მთავარი პრობლემა ამაში არ არის. მთავარი პრობლემა არის რომ სტრუქტურულად, თვითონ სექტორმა იფუნქციონიროს სწორად, როგორც ფუნქციონირებს საქართველოს მსგავსი ქვეყანა. ამის მიღწევა გვინდა ჩვენ.ჩვენი მიზანია რომ პროცესი წარიმართოს სწორად. შევძლოთ სექტორში სწორი პრობლემის იდენტიფიცირება. შემდეგ უკვე გვეცოდინება სწორი დიაგნოზი, რატომ ხდება ეს. განვახორციელებთ შესაბამის ანალიტიკას. მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებშიც არსებობდა. არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომლის ამოქმედების შედეგადაც ჩვენ ხელშესახებ შედეგზე მივალთ და მივაღწევთ იმას, რომ მოხდება ფასების კორექცია კლებისკენ. ისე მოხდება ეს, რომ გააუმჯობესებს ბაზრის კონკურენციას. ბიზნესისთვისაც იქნება მისაღები და რაც მთავარია, მომხმარებელი მიიღებს საუკეთესო ფასს," - განაცხადა ბერეკაშვილმა. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ