14.02.2026 16:18
ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ესტონეთის ხელისუფლებამ საქართველოს მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აკრძალული გზებით ფულის შემოტანის მცდელობას გულისხმობს.
„სულ მცირე, ესტონეთის ხელისუფლების პოლიტიკა არის უმწიფარი და ამის ნათელი გამოხატულებაა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, როცა ხუხულაში ჰყავთ დარეგისტრირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რითაც შემოვლითი, აკრძალული გზებით ცდილობენ საქართველოში პოლიტიკური ფულის შემოტანას. ეს ჩვენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვამხილეთ. ერთი, რაც მათ შეძლეს, არის ის, რომ ელჩის რეზიდენცია საქართველოდან გადაიტანეს სომხეთში. ამით საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინეს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას სომხეთში გააგრძელებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.
ავტორ(ებ)ი :