16.02.2026 17:45
კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა საქართველოში 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის კანონთან" დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები USAID-ის მიერ ფინანსდებოდნენ.
„ქუჩებში გამოსული ადამიანები ჩვენი გავლენის კვანძები არიან. ისინი USAID-ის სახელფასო სიაში არიან. ისინი სახელმწიფო დეპარტამენტის სახელფასო სიაში არიან, ეროვნული დემოკრატიის ფონდის სახელფასო სიაში არიან და ჩვენ ისინი გამოვუშვით, რათა შეეჩერებინათ კანონი, რომელიც საქართველოს საზოგადოებას გააცნობდა, რომ ჩვენ ვაფინანსებთ მათ.
კანონმდებლობა ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ, საჯაროდ დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების მომსახურე ორგანიზაციები". ნამდვილად. განა ეს ყველაზე გონივრული კანონი არ არის, რაც კი გსმენიათ?", - აღნიშნა მაიკ ბენცმა.
მისი თქმით, ახლა ევროპაშიც ითხოვენ უცხოური აგენტების კანონს, რათა ევროპამ საბოლოოდ გაიგოს, ამერიკის მთავრობა ხომ არ აფინანსებს ფარულად არასამთავრობო ორგანიზაციებს მათ ქვეყნებში, როგორც ამას მანამდეც აკეთებდა, ასი წლის განმავლობაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს „ორმაგ სტანდარტი" აქვს, რადგან ათწლეულებია, მოქმედებს FARA, ხოლო ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს, მსგავსი კანონმდებლობის მიღებას უკრძალავს, რადგან ამ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა თავად სურს.
ავტორ(ებ)ი :