,,სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცმება შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი''- ირაკლი კირცხალია 16.02.2026 21:25

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განაცხადებით, კანონპროექტი სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ" ზღვარს ავლებს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და ექსტრემისტულ ქმედებებს შორის.

კირცხალიამ აღნიშნა, რომ სისტემური დანაშაულები და საჯარო მოწოდებები, რომლებიც, მისი თქმით, პირდაპირ ეთერებშიც ფიქსირდებოდა, შესაბამის და მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას მიიღებს.

„ამ კვირაში პარლამენტი განიხილავს გრანტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, რითაც გაევლება მკაფიო ხაზი სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და იმ ექსტრემიზმს შორის, რომელიც ჩვენ კარგად ვნახეთ ბოლო წლებში. დანაშაული დაისჯება ჯარიმით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 400-დან 600-საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

თითოეული კანონი, რომელიც ინიცირდება და რომელიც ქართულ საკანონმდებლო სივრცეში იმკვიდრებს ადგილს, ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იმ უდიდესი გამოწვევების დროს, რაც უდგას მთელ მსოფლიოს. რომ არა ჩვენი საზოგადოების სიბრძნე, სახელმწიფო ინსტიტუციები ვიცით, რასაც გვიქადდნენ და უპირებდნენ ჩვენ ქვეყანას. ასე რომ, სისტემური დანაშაულები, სისტემური მოწოდებები და შემდეგ ქმედებები, რაც პირდაპირ ეთერებში არაერთხელ ვიხილეთ, ამას ჩვენი კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი",- განაცხადა კირცხალიამ.

კითხვაზე, რატომ გახდა აუცილებელი გრანტებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, კირცხალია პასუხობს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას ემსახურება, იქნება მხარდაჭერილი.

„ნებისმიერი კანონი, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე და უსაფრთხოებაზე, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ამოვქოლავთ ყველა იმ ხვრელს, რომელ ხვრელზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია თავიანთ პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს როგორმე შემოიტანონ ბინძური თანხები ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კირცხალიამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ