17.02.2026 17:38
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ირაკლი ყანდაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
ავტორ(ებ)ი :