17.02.2026 21:49
ევროკავშირს საქართველოს მორჩილება სურს და დემოკრატიაზე სამწუხაროდ, მხოლოდ საუბარი უყვარს, მისი აღსრულება - ნაკლებად, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით" კიოტოს უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის პროფესორმა, ნეიტრალიტეტის საკითხზე კვლევებისა და პროგრამის ხელმძღვანელმა პასკალ ლოტასმა კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ ცდილობენ ევრო ბიუროკრატები საქართველოზე მუდმივ ზეწოლას?
მისივე თქმით, სომხეთში, ოპოზიციას და ეკლესიას დევნიან, ავტოკრატიის ნიშნებია, კაია კალასი კი მათ ტაშს უკრავს, რადგან სომხეთი ჩართულია რუსეთის წინააღმდეგ პროექტში.
„შეხედეთ რა ხდება სომხეთში, ოპოზიციას და ეკლესიას დევნიან, ავტოკრატიის ნიშნებია, კაია კალასი კი მათ ტაშს უკრავს, რადგან სომხეთი ჩართულია რუსეთის წინააღმდეგ პროექტში, საქართველო კი არ გახლავთ მორჩილი, შესაბამისად, მას აკრიტიკებენ. ეს ორმაგი სტანდარტია, უკიდურესად ორმაგი, მაგრამ ეს გახლავთ მოცემულობა. დიდი ძალების გეოპოლიტიკა მუდამ ორპირია", - აღნიშნა პასკალ ლოტასმა.
ავტორ(ებ)ი :