საქართველოში 30 ათასი უკრაინელი იმყოფება, აქედან 6 290-ს აქვს ბინადრობის უფლება, დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული-ირაკლი კობახიძე 18.02.2026 12:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე 30 ათასამდე უკრაინელი იმყოფება.

როგორც მთავრობის მეთაურმა პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა, 30 ათასი უკრაინელიდან 6 290 ადამიანს აქვს ბინადრობის უფლება, ხოლო დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული.

„6 290 უკრაინელია საქართველოში, თუმცა დამატებით, ბინადრობის ნებართვის გარეშე, ჩვენი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ლტოლვილის სტატუსით საქართველოში ცხოვრობს დამატებით 25 ათასამდე უკრაინელი. მთლიანობაში, უკრაინელების რაოდენობა საქართველოში არის 30 ათასამდე, საიდანაც 6 290 ადამიანს აქვს ბინადრობის ნებართვა, 25 ათასამდე უკრაინელს ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა", - განაცხადა კობახიძემ

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ