საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ამ დასკვნებს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ -ალენ ბერსე 18.02.2026 16:54

საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დღევანდელი ანგარიში, მათ შორის 2024 წლის ბოლოს დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელში წერს.

ალენ ბერსეს თქმით, არასათანადო მოპყრობა გამართლებული არასდროს არის და ამ დასკვნებს მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად განიხილავს.

„საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დღევანდელი ანგარიში, მათ შორის 2024 წლის ბოლოს დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. არასათანადო მოპყრობა არასდროს არის გამართლებული. დასკვნებს მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ. ევროსაბჭო მზად არის, მხარი დაუჭიროს რეფორმებს", - წერს ბერსე.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების შესახებ, რომლებიც შედგა 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს, ასევე საქართველოს ხელისუფლების პასუხის თაობაზე.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ