ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც აბსოლუტურად რეალურია -ირაკლი კობახიძე 19.02.2026 18:34

უმუშევრობის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი არის 3,3 პროცენტი, კვარტალურ ჭრილში ეს არის რეკორდული მინიმუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, წლევანდელ წელსაც ყველაფერი კეთდება, რათა უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად შემცირდეს ქვეყანაში.

„ზოგადად ოპტიმალური მაჩვენებელი არის 3-დან 5%-მდე და ვფიქრობთ, ამ მაჩვენებლის მიღწევა არის შესაძლებელი რამდენიმე წელიწადში. ამისთვის საჭიროა ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამას ემსახურება კონკრეტული ეკონომიკური ინიციატივები, საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც აბსოლუტურად რეალურის. სამ წელიწადშიც კი შეიძლება ასეთი შედეგის მიღწევა. ექსპორტის გაზრდა არის ასევე მნიშვნელოვანი. ჩვენი პროდუქციის წახალისება, ქვეყნის გარეთ გატანის წახალისება და იმპორტ-ექსპორტის ბალანსის გაუმჯობესება - აქაც მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ