გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა -ირაკლი კობახიძე 19.02.2026 18:45

გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი. შესაბამისად, დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ამითაც აჩვენა საკუთარი სახე ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

კობახიძის თქმით, არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა ისეთი ტიპის დანაშაულებრივი საქმეების პოლიტიზებას, რომელთაც კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან.

„კონკრეტული ტიპის დანაშაულების ჩადენა როცა ხდებოდა, ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა ამ საქმეების პოლიტიზებას. ასეთი უამრავი საქმე გვახსოვს. ისეთი დანაშაულებრივი საქმეები იყო, რომლებიც საერთოდ არ იყო კავშირში პოლიტიკასთან, თუმცა აქაც კი ახერხებდნენ სპეკულაციებს. ეს ყველაფერი ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ მოვლენებმა, რომლებიც განვითარდა. გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, დანარჩენი იყო სამართალდამცავი ორგანოების საქმე. შესაბამისად, დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა და კიდევ ერთხელ ამითაც აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა პრემიერმა.

„თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის" ყო­ფი­ლ ხელ­მძღვა­ნე­ლს, გიორგი ბაჩიაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ