შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი იყო უნაკლო, როდესაც გახარიას პარტია ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერს, პარლამენტში რესურსის სისუსტეს აჩვენებს-ირაკლი კობახიძე 19.02.2026 19:02

აბსოლუტურად უნაკლო, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი იყო და როდესაც ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერ, ბუნებრივია, აქ აჩვენებ სისუსტეს რესურსების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტზე გახარიას პარტიის პოზიციას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ ჰყოფნით გამოცდილება და რესურსი, რომ პარლამენტში სათანადოდ, ხარისხიანად იმუშაონ.

„მე მგონია, რომ უფრო მეტად მათ არ ჰყოფნით გამოცდილება, ზოგადად რესურსი პარლამენტში სათანადოდ, ხარისხიანად მუშაობის და ალბათ ამის შედეგია ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ. იყო აბსოლუტურად უნაკლო, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი და როდესაც ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერ, ბუნებრივია, აქ აჩვენებ სისუსტეს რესურსების თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ