მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალათ 22.02.2026 17:54

მთავრობის დადგენილებით მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა-  ამის შესახებ დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა. დადგენილების მიხედვით, აღნიშნულ საქმიანობებზე ნულოვანი კვოტა დაწესდა.

 

დადგენილების თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც სურს იმუშაოს კურიერად, ტაქსის მძღოლად ან სხვა ტიპის მომსახურების სფეროში, ესაჭიროება ჰქონდეს "შრომით საქმიანობის უფლება".

 

ამ უფლების გაცემაზე პასუხისმგებელი კი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა.

 

ხოლო მათთვის კი ვინც უკვე მუშაობს საქართველოში, დაწესდა გარდამავალი პერიოდი: თვითდასაქმებული კურიერებისთვისა და მძღოლებისთვის აღსრულების მექანიზმი 2026 წლის პირველი მაისიდან გავრცელდება, ხოლო იმ რეგისტრირებულ იმიგრანტებზე, რომლებიც უკვე ბაზაში არიან, სტატუსის მოსაწესრიგებლად ვადა 2027 წლის პირველ იანვრამდე მიეცემათ. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ