23.02.2026 19:18
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე 4-6 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრა.
4 მარტის პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე კანონპროექტების განხილვასთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე წლიურ ანგარიშს წარადგენს.
სხდომაზე პარლამენტის ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
ავტორ(ებ)ი :