საბჭოთა მმართველობამ საქართველოს სახელმწიფოს განვითარება შეაფერხა, თუმცა ვერ აღმოფხვრა ხალხის მისწრაფება, იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში -ევროკავშირის წარმომადგენლობა 25.02.2026 13:17

ვიხსენებთ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგიკულ ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ გაერთიანება კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის.

„დღეს ვიხსენებთ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგიკულ ოკუპაციას.

საბჭოთა მმართველობამ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება შეაფერხა, თუმცა ვერ აღმოფხვრა ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.

 

ამ დღეს ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული საფუძვლების მიმართ“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ