პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა -ირაკლი კობახიძე 25.02.2026 12:04

პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კოჯორში, სადაც დაღუპული იუნკერების ხსოვნას მატივი მიაგო.

პრემიერის თქმით, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვისთვის.

„პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას. ისინი გმირულად იბრძოდნენ და მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი. ჩვენი ვალია მათთვის პატივის მიგება. ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ჩვენი გმირები გვაძლევენ სწორედ ამის მაგალითს და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ზუსტად ასეთი მაგალითით, როდესაც საქმე ეხება ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას", - განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ