25 თებერვლის გახსენება ადასტურებს რწმენას, რომ მხოლოდ პასუხისმგებლიანი დიალოგით გამყარებულ ერთიანობას შეუძლია თავიდან აიცილოს წარსულის ტრაგედიების დაბრუნება -საფრანგეთის საელჩო 25.02.2026 17:07

25 თებერვალს, საფრანგეთის საელჩო საქართველოში პატივს მიაგებს 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

„1921 წლის 25 თებერვალს, წითელი არმია შევიდა თბილისში, გამოიწვია რა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დასასრული და ქვეყნის იძულებითი ინტეგრაცია სსრკ-ში. ეს ხსოვნა განსაკუთრებით ძლიერად ჟღერს მიმდინარე კონტექსტში. რუსეთი კვლავაც ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, სუვერენიტეტსა და საზღვრების ურღვეობას.

25 თებერვლის გახსენება ნიშნავს თავისუფლების დამცველთა პატივისცემას, მაგრამ ასევე რწმენის კიდევ ერთხელ დადასტურებას: მხოლოდ მომთხოვნი და პასუხისმგებლიანი დიალოგით გამყარებულ ერთიანობას შეუძლია თავიდან აიცილოს წარსულის ტრაგედიების დაბრუნება.

საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ