26.02.2026 12:55
დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა.
ელჩს მედიასთან არც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გაუკეთებია კომენტარი.
დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული.
საქმე ეხება ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების, „იმედისა" და „პოსტივის" დასანქცირებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ელჩისგან მოითხოვდნენ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი, რადგან სანქციებს მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.
ავტორ(ებ)ი :